ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ლიდერმა ალან გაგლოევმა თანამდებობა დატოვა და რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის პოსტი დაიკავა. კრემლმა უკვე გამოაქვეყნა შესაბამისი განკარგულება, რომლის თანახმადაც, გაგლოევი ვლადიმერ პუტინის მრჩევლად დაინიშნა. თავად გაგლოევმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის შეთავაზებას დათანხმდა და ე.წ. პრეზიდენტის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება თავადვე მიიღო. მისივე განმარტებით, ახალ პოზიციაზე საქმიანობას პუტინის გუნდში გააგრძელებს.