მაკდონალდსში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კამპანია დაიწყო. გლობალური პარტნიორის სტატუსით, მაკდონალდსი FIFA-ს მსოფლიო თასს სპეციალური შეთავაზებებით, კოლექციური ნივთებით, ინტერაქციული აქტივობებითა და ფეხბურთის კულტურასთან დაკავშირებული გამოცდილებებით შეხვდა. McDonald’s საქართველოს კამპანია ადგილობრივ გამოცდილებას კიდევ უფრო მასშტაბურს ხდის. მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით იმოგზაურებს გრიმასი, მაკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ისამნისფერი ფუმფულა პერსონაჟი და გულშემატკივრებს ადგილზე ფეხბურთთან დაკავშირებულ თამაშებში ჩართავს. კამპანიის ფარგლებში მომხმარებლებს მაკდონალდსის რესტორნებსა თუ ონლაინ აპლიკაციაში სხვადასხვა აქტივობებთან ერთად განსაკუთრებული შეთავაზებებიც დახვდებათ.