კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში, თავდაცვის სამინისტროს პროექტი „ჯარის ბანაკი“ გაიხსნა. პროგრამა მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი და მონაწილეები ექვსი დღის განმავლობაში სამხედრო გარემოში სხვადასხვა პრაქტიკულ და საგანმანათლებლო აქტივობაში ჩაერთვებიან. ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდები საცეცხლე მომზადების, სამხედრო ნავიგაციის, თვითგადარჩენისა და პირველადი სამედიცინო დახმარების კურსებს გაივლიან. პროექტი უკვე მეოთხე წელია ხორციელდება და მიზნად მოსწავლეებისთვის სამხედრო საქმისა და თავდაცვის სფეროს გაცნობას ისახავს.