ლევან იოსელიანმა პარლამენტში წლიური ანგარიში წარადგინა - Palitra News

ლევან იოსელიანმა პარლამენტში წლიური ანგარიში წარადგინა

2026-06-22 20:43:41+04:00

პარლამენტში სახალხო დამცველმა გასული წლის ანგარიში წარადგინა - მასში ძირითადი ყურადღება პენიტენციურ სისტემაში არსებულ ვითარებასა და შეკრების თავისუფლების საკითხებს დაეთმო.

ლევან იოსელიანის განცხადებით, პარლამენტს მიმართა ლევან ხაბეიშვილის კომუნიკაციის შეზღუდვასთანდაკავშირებული რეგულაციების გადასახედად. ანგარიშში ასევე საუბარია პენიტენციურ დაწესებულებებში თანამშრომელთა და პატიმართა რაოდენობის თანაფარდობის პრობლემაზე.

დოკუმენტის მიხედვით, შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის დაწესებული სანქციები არაპროპორციულია.