4 ოქტომბრის საქმეზე 8 ბრალდებულს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - Palitra News

4 ოქტომბრის საქმეზე 8 ბრალდებულს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

2026-06-22 20:42:32+04:00

4 ოქტომბრის საქმეზე 8 ბრალდებულს სასამართლომ ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გამოაცხადა.

სასამართლოს განმარტებით, პრეზიდენტის სასახლე სტრატეგიული ობიექტია და მის ტერიტორიაზე ნებართვის გარეშე შესვლადაუშვებელია. მოსამართლის შეფასებით, ამ გარემოებას ღობის არსებობა ან მისი არარსებობა არ ცვლის.

საქმეზე სულ 14 პირი იყო ბრალდებული. მათგან 6-მა საპროცესო შეთანხმება გააფორმა და სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.