ორგანიზაციამ “ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დოსტროფიას” წევრთა საერთო კრება გამართა. კრებაზე ორგანიზაციის წლიური ანგარიში წარადგინეს, სადაც დეტალურად იყო აღწერილინორგანიზაციის ხარჯები. ასევე საუბარი იყო სამომავლო გეგმებზე, მათ შორის, საუბარია დიუშენის ცენტრის შექმნაზე, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს შესაბამის დახმარებას გაუწევს. როგორც დიუშენის სინდრპმის მქონე ბავშვების მშობლები აცხადებენ, ფარმაცევტულ კომპანიებთან მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს და შეთანხმება უახლოეს დღეებში იქნება მიღწეული.