მგზავრი, რომელიც მეტროსადგურ „დიდუბის“ ლიანდაგში ჩავარდა და გარდაიცვალა, ახალგაზრდა ქალია - Palitra News

მგზავრი, რომელიც მეტროსადგურ „დიდუბის“ ლიანდაგში ჩავარდა და გარდაიცვალა, ახალგაზრდა ქალია

2026-06-21 18:49:19+04:00

მგზავრი, რომელიც დიდუბის მეტროში, ლიანდაგში ჩავარდა, გარდაიცვალა

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი.

უცნობია, რა ვითარებაში მოხდა შემთხვევა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მეტროსადგურ „დიდუბეში“ ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა, რის გამოც ახმეტელიდან „სადგურის მოედნის“ მიმართულებით მატარებლის მოძრაობა შეიზღუდა.