დონალდ ტრამპი - კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგება - მან სრული კრახი განიცადა - წარმატებებს ვუსურვებ - Palitra News

დონალდ ტრამპი - კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგება - მან სრული კრახი განიცადა - წარმატებებს ვუსურვებ

2026-06-21 18:48:24+04:00

კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„მან სრული კრახი განიცადა ორ ძალიან მნიშვნელოვან საკითხში - იმიგრაციასა და ენერგეტიკაში (გახსენით ჩრდილოეთის ზღვის ნავთობი!). მას წარმატებებს ვუსურვებ“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ცნობისთვის, ბრიტანულმა გამოცემა Observer-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ შესაძლოა, ხვალ კირ სტარმერმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადოს.