20 ივნისის მოვლენების მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს - Palitra News

20 ივნისის მოვლენების მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

2026-06-20 20:03:19+04:00

2019 წლის 20 ივნისის მოვლენების მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით რამდენიმე წუთში ფილარმონიასთან საპროტესტო მსვლელობა დაიწყება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ იმ ღამის მოვლენების გახსენება და შეფასება დღესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

დემონსტრანტები რამდენიმე წუთში პარლამენტის მიმართულებით დაიძრებიან, სადაც აქცია გაგრძელდება. ორგანიზატორებისა და მონაწილეების განცხადებით, 20 ივნისი თანამედროვე საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან თარიღად რჩება და მის ირგვლივ საზოგადოებრივი დისკუსია კვლავ აქტუალურია.