ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ განცხადებები მიმართულია ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ევროპელი პოლიტიკოსები, ერთი მხრივ, ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციასთან დაკავშირებით გამოხატავენ წუხილს, მეორე მხრივ კი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო დაყონ, ერთმანეთთან დააპირისპირონ და ჩვენი საზოგადოების ფრაგმენტაციისთვის გამოიყენონ ის პოლიტიკური ინსტრუმენტები, რაც ხელში აქვთ.
ასეთი განცხადებების გაკეთება მიმართულია, მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ, ჩვენი სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ და არანაირად არ შედის არც ევროპის და არც საქართველოს ინტერესებში“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.