ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისი გათავისუფლების მოთხოვნით რუსთავის ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან დღეს ქალი პოლიტიკოსები შეიკრიბნენ.
მათი შეფასებით, ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ მკვეთრად გაუარესდა. როგორც ქალი პოლიტიკოსები განმარტავენ, მას ქრონიკული დაავადებების სამართავად საჭირო სამედიცინო პროცედურები სათანადოდ არ უტარდება. ამავდროულად, ოპოზიციის წარმომადგენლები ამ საქმეს პოლიტიკურ დევნად აფასებენ და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.