საქართველოს შესახებ მემორანდუმი გამოქვეყნდა — შეფასებები და პოლიტიკური გამოხმაურებები - Palitra News

საქართველოს შესახებ მემორანდუმი გამოქვეყნდა — შეფასებები და პოლიტიკური გამოხმაურებები

2026-06-19 15:55:24+04:00

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს პროგრესს მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების კუთხით და გააუქმოს კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში. მაიკლ ო ფლაერტი მემორანდუმში წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, ყველა სამართალდამცავ პირს ეკეთოს საიდენტიფიკაციო ნომერი, ასევე, გამოძიების ფარგლები გააფართოოს აქციების დროს არასათანადო მოპყრობის შესახებ სარწმუნო ბრალდებებზე. ქართულ ოცნებაში აცხადებენ რომ ევროპელი დიპლომატის კრიტიკა დაცლილია სამართლისგან, და მიღებული კანონები შესაბამისობაშია უფლებების ევროპულ ქარტიასთან. მაგდა ბლუაშვილის ვუთხმობთ ეთერს.