დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები დღეს 7 საათზე ჯადაცვის მინისტრს მიხეილ სარჯველს ხვდებიან. მშობლები იმედოვნებენ, რომ დღევანდელ შეხვედრაზე უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებენ მთავრობის მიერ დაპირებული ახალი მედიკამენტების შემოტანის თაობაზე. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სამინისტრომ საკითხზე ფარმაცეპტულ კომპანიებთან წერილობითი მოთხოვნები გააგზავნა. მშობლების კითხვები სწორედ აღნიშნულ პროცესს, წამლის შემოტანის ვადას და პროცედურებს შეეხება.