იაპონიიდან ავტომობილების ჩამოყვანის დაპირებით მოქალაქეების მოტყუების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - Palitra News

იაპონიიდან ავტომობილების ჩამოყვანის დაპირებით მოქალაქეების მოტყუების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

2026-06-18 20:45:59+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა დროს, მოქალაქეებს იაპონიიდან ავტომანქანის ჩამოყვანას დაპირდა, სანაცვლოდ 4900 აშშ დოლარი და 42 110 ლარი გამოართვა,რაც სრულად, მართლსაწინააღმდეგოდ ისე მიისაკუთრეს, რომ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.

დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.