რუსეთ-უკრაინის ომი გრძელდება, თუმცა ბოლო დღეებში ყურადღების ცენტრში უკვე რუსეთის ტერიტორია მოექცა. უკრაინამ მოსკოვისა და სხვა რეგიონების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დრონული იერიში განახორციელა, რის შედეგადაც დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და დროებით შეფერხდა აეროპორტების მუშაობაც.