მხატვრისა და "აქციონისტის", სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსი ოპოზიციონერი პოლონეთში დააკავეს. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს, დაკავებული საქართველოს პასპორტს იყენებდა. ხელისუფლება მკვლელობის ორგანიზატორის დადგენაზე მუშაობს". მანამდე მკვლელობასთან კავშირში დაკავებული ბელარუსის ორი მოქალაქე კი, პოლონეთის პროკურატურის თანახმად, გაათავისუფლეს. უწყების თანახმად, ისინი მოწმის სახით გამოჰკითხეს და როგორც ირკვევა, მათ მკვლელობასთან კავშირი არ აქვთ. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მედიასთან საუბარში თქვა, რომ ყველაფერი პოლიტიკურ მკვლელობაზე მიანიშნებს, მაგრამ საჭიროა კონკრეტულ სამხილებს დაუცადონ.