თბილისი ბრიუსელთან დიალოგის განახლებას ითხოვს - მმართველი გუნდი დათმობებს გამორიცხავს - Palitra News

თბილისი ბრიუსელთან დიალოგის განახლებას ითხოვს - მმართველი გუნდი დათმობებს გამორიცხავს

2026-06-17 21:08:32+04:00

დიალოგის გახსნა ევროკავშირთან - ქართული მხარე ლუქსემბურგს სთხოვს საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, ევროკომისიასთან იშუამდგომლოს. ქართული ოცნების წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ მზად არიან კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. ნიშნავს, თუ არა ეს განცხადება იმას, რომ ხელისუფლება შესაძლოა დათმობებზე წავიდეს?! მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ საუბარია არა დათმობებზე, არამედ დიალოგის აღდგენაზე. როგორც აღნიშნავენ, გამჭვირვალობის კანონის გაწვევას არ აპირებენ, თუმცა შეუძლიათ ევროპელ ლიდერებს აუხსნან, რატომ არის აღნიშნული კანონი მნიშვნელოვანი საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის.