ფეხბურთი | კილიან მბაპეს დუბლი - საფრანგეთმა სენეგალის ნაკრები დაამარცხა - Palitra News

ფეხბურთი | კილიან მბაპეს დუბლი - საფრანგეთმა სენეგალის ნაკრები დაამარცხა

2026-06-17 11:19:25+04:00

მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა, საფრანგეთის ნაკრებმა გამართა. მუნდიალის მოქმედმა ვიცე-ჩემპიონმა სენეგალის ნაკრებს 3:1 მოუგო.

პირველ ტაიმში ყველაზე ახლოს გოლთან სენეგალი იყო, როცა ნიკოლას ჯექსონის დარტყმის შემდეგ ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, შემდეგ კი მაიკ მენიოს ზურგიდან კუთხურზე გადავიდა.

აფრანგეთის ნაკრებს პირველი რეალური საგოლე მომენტი 53-ე წუთზე შეექმნა, როცა სენეგალელებმა ბურთი საკუთარ საჯარიმოსთან დაკარგეს, თუმცა მაიკლ ოლისეს დარტყმის შემდეგ თავისი გუნდი ედუარ მენდიმ გადაარჩინა. მალევე მეკარესთან პირისპირ გასულმა კილან მბაპემ მენდის ვერ აჯობა.

ანგარიში 66-ე წუთზე გაიხსნა - მაიკლ ოლისეს ჭკვიანური პასის შემდეგ კილიან მბაპემ გამოიჩინა თავი. 82-ე წუთზე შეცვლა შესულმა ბრედლი ბარკოლამ ფრანგების მეორე გოლი გაიტანა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში იბრაჰიმ მბაიემ ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა მალევე მბაპემ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ამ გოლით მბაპე საფრანგეთის ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი გახდა (58 გოლი).

ამავე ჯგუფში დღეს ერთმანეთს ერაყი და ნორვეგია დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება მეორე ტურს, საფრანგეთის მეტოქე ერაყი იქნება, სენეგალი კი ნორვეგიას შეხვდება - ორივე მატჩი 23 ივნისს გაიმართება.