პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების საქმეზე ერთი პირი დააკავა. გამოძიების მონაცემებით, ბრალდებული სოციალურ ქსელებში ყალბი ანგარიშებით მოქმედებდა, დასაქმების შეთავაზებებს აქვეყნებდა და ამ გზით დაზარალებულების ინტიმურ მასალებს ეუფლებოდა. შემდეგ კი მათი გავრცელების მუქარით დამატებითი ფოტოებისა და ვიდეოების გაგზავნას აიძულებდა. დაკავებულს ბრალი ორი მუხლით წარედგინება, რაც მაქსიმუმ შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურატურა სასამართლოს მისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართავს.