დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის ომი და გლობალური უსაფრთხოება მთავარი განხილვის თემებია - Palitra News

დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის ომი და გლობალური უსაფრთხოება მთავარი განხილვის თემებია

2026-06-16 20:53:16+04:00

უკრაინის ომი, ახლო აღმოსავლეთის ვითარება, გლობალური უსაფრთხოება და მსოფლიო ეკონომიკა დიდი შვიდეულის სამიტის მთავარი თემებია. საფრანგეთის ქალაქ ევიანში შეკრებილი ლიდერები სამი დღის განმავლობაში საერთაშორისო დღის წესრიგის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ. სამიტის ფარგლებში გაიმართა ემანუელ მაკრონის, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაც. ამის შემდეგ ლიდერები სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო სესიას შეუერთდნენ, სადაც მთავარი ყურადღება რუსეთის ომსა და უკრაინის მხარდაჭერაზე გამახვილდა.