რამდენად შეძლებს ახალი შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებას - Palitra News

რამდენად შეძლებს ახალი შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებას

2026-06-15 20:59:02+04:00

ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის შემცირების მიმართულებით მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა - ირანი და შეერთებული შტატები კონფლიქტის დეესკალაციასა და დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

დოკუმენტი სამხედრო მოქმედებების შეჩერებას, რეგიონში უსაფრთხოების დამატებითი მექანიზმების ამოქმედებასა და მოლაპარაკებების გაგრძელებასითვალისწინებს. შეთანხმებას დადებითად აფასებენ საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც მას რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევენ.

მიუხედავად ამისა, ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად მხოლოდ პოლიტიკური შეთანხმება საკმარისი არ იქნება და მხარეებს დამატებითი ნაბიჯების გადადგმა მოუწევთ.