მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდარ ვუჩიჩს თბილისში უმასპინძლა. პირისპირ შეხვედრაზე ყურადღება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, რეგიონულ გამოწვევებსა და საერთაშორისო ვითარებას დაეთმო. მხარეებმა პოლიტიკური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიმართულებებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. ამასთანავე, საუბარი შეეხო მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურებასაც. აღინიშნა, რომვუჩიჩი პირველი სერბი პრეზიდენტია, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
შეხვედრაზე ლიდერებმა რეგიონული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის მნიშვნელობაზეც იმსჯელეს. ასევე ყურადღება გამახვილდა „შუა დერეფნის“ როლსა და დასავლეთ ბალკანეთის რეგიონთან თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებზე.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ალექსანდარ ვუჩიჩი თბილისში მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად იმყოფება. აეროპორტში მას ეკონომიკის მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი დახვდა.