საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი ეწვევა - Palitra News

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი ეწვევა

2026-06-14 19:27:57+04:00

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი, მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კერძოდ, 15 ივნისს, სერბი კოლეგის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში 15:35 საათზე გაიმართება.

" საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ალექსანდარ ვუჩიჩთან პირისპირ შეხვედრას გამართავს, სადაც მხარეები ორმხრივი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ" , - ნათქვამია ინფორმაციაში.