დონალდ ტრამპი - ირანის მიერ გაჟონილ პირობებს საერთო არაფერი აქვს წერილობით შეთანხმებულ პირობებთან, ძალიან არაკეთილსინდისიერი ხალხია, მათთან კეთილსინდისიერად მოლაპარაკება შეუძლებელია - Palitra News

დონალდ ტრამპი - ირანის მიერ გაჟონილ პირობებს საერთო არაფერი აქვს წერილობით შეთანხმებულ პირობებთან, ძალიან არაკეთილსინდისიერი ხალხია, მათთან კეთილსინდისიერად მოლაპარაკება შეუძლებელია

2026-06-12 18:41:01+04:00

ირანის მიერ გაჟონილ პირობებს საერთო არაფერი აქვს წერილობით შეთანხმებულ პირობებთან, ძალიან არაკეთილსინდისიერი ხალხია, მათთან კეთილსინდისიერად მოლაპარაკება შეუძლებელია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ირანის მიერ ყალბი მედიისთვის გაჟონილ პირობებს საერთო არაფერი აქვს წერილობით შეთანხმებულ პირობებთან. რაც მათ თქვეს, მათ შორის შეთანხმების მიღწევის შესახებ მათი სუსტი და საცოდავი განცხადება, სიმართლესთან არანაირ კავშირში არ არის.

ძალიან არაკეთილსინდისიერი ხალხია. მათთან კეთილსინდისიერად მოლაპარაკება შეუძლებელია. საოცარია! ასევე, გუშინ ღამით ჰორმუზის სრუტიდან გამოსული ინდოეთის გემების წინააღმდეგ მათი დრონებით წარუმატებელი თავდასხმა სრულიად მიუღებელია. სჯობს გონზე მოვიდნენ და სწრაფად!” - წერს ტრამპი.