სად ნახეს ჩახშობილი რომელიმე აზრი? მე მგონი, რა, რა და საქართველოში არ არის ჩახშობილი აზრი, რომელიც გონივრულ აზრს ცოტა გაცდენილია ხოლმე და შეურაცხყოფასა და ზიზღის ენაში გადადის. ცოტა იმაზეც უნდა დაფიქრდნენ, რომ გახარია უბრალოდ გარედან დასცინის თავისი პარტიის წევრებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ფრაქციის „საქართველოსთვის“ მიერ პარლამენტში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების დაინიციირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, პარტიის ლიდერი,გიორგიო გახარია თავის საპარლამენტო გუნდს ისეთ თემებს წამოაწევინებს ხოლმე წინ, რომელიც ისევ მათ აზიანებს.
„მე მგონი, ის ხალხი, რომელიც დღეს პარტია „საქართველოსთვის“ სახელით პარლამენტში არის, უნდა დაფიქრდეს და მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია მათ უბრალოდ დასცინის. ისეთ თემებს წამოაწევინებს, რომლითაც საკუთარ თავს აზიანებენ და რომელიც მათ საწინააღმდეგოდ არის.
ამას წინებზე დააინიციირეს დემონსტრაციებთან დაკავშირებით რაღაც საკითხი, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, მათ ეხება და მათ ხელმძღვანელს, რომელიც გაქცეულია სწორედ იმ გამოძიებისგან, რომელიც ეხება ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ.
გიორგი გახარია მხილებულია იმაში, რომ სწორედ ის ტრაგიკული შემთხვევები, რომლებიც მოხდა დემონსტრაციის დაშლისას, სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოხდა. ამ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება და ეს ადამიანი გაქცეულია და მაინც და მაინც ამ საკითხებს რატომ აყენებენ ეს ადამიანები [გიორგი გახარიას პარტიის წევრები], არ ვიცი. ცოტა იმაზეც უნდა დაფიქრდნენ, რომ გახარია უბრალოდ გარედან დასცინის თავისი პარტიის წევრებს.
სად ნახეს ჩახშობილი რომელიმე აზრი? მე მგონი, რა, რა და საქართველოში არ არის ჩახშობილი აზრი, რომელიც გონივრულ აზრს ცოტა გაცდენილია ხოლმე და შეურაცხყოფასა და ზიზღის ენაში გადადის, ყველაფერი მოიპოვება ჩვენი მედიის ფართო სპექტრში. არანაირი ჩახშობა საქართველოში არ ხდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.