ბენიამინ ნეთანიაჰუ - სანამ მე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება - Palitra News

ბენიამინ ნეთანიაჰუ - სანამ მე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება

2026-06-12 18:13:54+04:00

სანამ მე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის სრული თანხმობაა, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში წერს.

მისი მტკიცებით, 30 წელზე მეტია ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანიის წინა ხაზზე დგას.

„ამ კამპანიის გარეშე, ირანს დიდი ხნის წინ ექნებოდა ატომური ბომბები ისრაელის გასანადგურებლად. ირანი ებრაული სახელმწიფოს განადგურებაზე მუშაობს და მე ჩემს ცხოვრებას ვუძღვნი იმას, რომ მათ ამის გაკეთებაში ხელი შევუშალო. სანამ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ, ეს არ მოხდება“, - აცხადებს ნეთანიაჰუ.