რა ხდება რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტზე - Palitra News

რა ხდება რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტზე

2026-06-11 12:49:21+04:00

რუსეთ–უკრაინის ომი ახალ ფაზაში შევიდა. უკრაინამ შორი მოქმედების „Flamingo“-ს ტიპის რაკეტებითა და დრონებით დარტყმები განახორციელა რუსეთის სიღრმეში მდებარე სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე, მათ შორის ჩებოქსარის სამხედრო ქარხანასა და სამარის ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე. რუსეთის მხარე ადასტურებს დაზიანებებს და რამდენიმე ობიექტის მუშაობის შეფერხებას. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა აგრძელებს რუსულ სამხედრო და ლოგისტიკურ შესაძლებლობებზე ზეწოლას, ხოლო ქვეყნის უპილოტო სისტემების ძალების გაძლიერება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. პარალელურად, კიევი კვლავ მოითხოვს პირდაპირ მოლაპარაკებებს რუსეთის პრეზიდენტთან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ომის შედეგს საბოლოოდ ბრძოლის ველი განსაზღვრავს და არა პოლიტიკური განცხადებები. მან უარყო უკრაინის მოწოდებები ლიდერების პირდაპირი შეხვედრის შესახებრუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით .