"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას პარტიის განახლების თაობაზე, მიესალმება. სოციალურ ქსელში ბოკუჩავა წერს, რომ ნაციონალური მოძრაობის გახსნის, განახლების რეფორმირების და ჯანსაღი ცვლილებების აუცილებლობის შესახებ თვითონაც დიდი ხანია საუბრობს. მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში რადიკალურ ცვლილებებს გეგმავს. მსჯავდებული ექსპრეზიდენტი პარტიაში ახალი სახეების შემოერთებას აანონსებს, მათ შორისაა ნანუკა ჟორჟოლიანი. თავად ჟურნალისტი ამბობს, რომ ახლა პროცესი მოლაპარაკების ეტაპზეა. შიდაპარტიული რეორგანიზაციის ფონზე კვლავ აქტუალურია ნაციონალური მოძრაობისა და ოპოზიციური ალიანსის თანამშრომლობის საკითხი. ალიანსში შემავალი დანარჩენი 8 ოპოზიციური სუბიექტი მიიჩნევს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ“ სწრაფად უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა "ოპოზიციურ ალიანსში" დარჩენა. პარლამენში შესულ გახარიას პარტიას კი აინტერესებს, რატომ არის მიხეილ სააკაშვილ ასეთ პრივილეგირებულ მდგომარეობაში „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ მას აქვს უფლება, ჩართული იყოს აქტიურ პოლიტიკაში.