დაამტკიცებს თუ არა აშშ-ის სენატი კონგრესის მიერ მიღებულ კანონპროექტს, რომელიც შტატების ადმინისტრაციას ავალებს დეტალურად შეისწავლოს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის დაზვერვის სააგენტოების სავარაუდო მოქმედება. კანონპროექტი ასახავს ვაშინგტონის მზარდ შეშფოთებას, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება სულ უფრო მეტად უახლოვდება აშშ-ის მთავარი მეტოქეების მიერ კონტროლირებულ პოლიტიკურ ორბიტას. კანონპროექტი 8 ივნისს წარმომადგენელთა პალატამ დაჩქარებული პროცედურით განიხილა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო. მმართველი გუნდის წარმომადგენლები კვლავ კანონპროექტის ინიციატორს ჯო უილსონს აკრიტიკებენ. „ქართულ ოცნებაში“ ამერიკელ კონგრესმენს არასერიოზულ ადამიანს უწოდებენ. განსხვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტებისთვის განვითარებული მოვლენები იმის დასტურია, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ვერ აღდგება.