გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს. ჟინვალის წყალსაცავზე მოქალაქე თევზჭერას ძრავის მქონე ნავიდან აკრძალული საშუალებების - სახლართი ბადისა და ე.წ. გოდორის გამოყენებით ახდენდა. სახლართი ბადით თევზჭერა რიგ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულია, რის გამოც, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.