რა გზავნილი ექნება ევროკომისიას საქართველოს ხელისუფლების მიმართ - პოლიტიკოსების მოლოდინები ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით - Palitra News

რა გზავნილი ექნება ევროკომისიას საქართველოს ხელისუფლების მიმართ - პოლიტიკოსების მოლოდინები ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით

2026-06-10 09:51:39+04:00

ხვალ, 11 ივნისს ცნობილი გახდება თუ რა გზავნილი ექნება ევროკომისიას საქართველოს ხელისუფლების მიმართ. როგორც ცნობილია, სწორედ ამ დღეს დაგეგმილი შეხვედრა წარმოადგენს ევროკავშირის რეგულაციით გათვალისწინებულ სამუშაო დონის ტექნიკურ დიალოგს, რომელიც დაკავშირებულია უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების მექანიზმთან. „ქართულ ოცნებაში“ ევროპელი ლიდერების გზავნილებს უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების საკითხზე შანტაჟად აღიქვამენ და ამტკიცებენ, რომ როდესაც ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით ემუქრებიან, ეს იმ მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს, რომელიც ევროკავშირში შექმნილი. „ქართულ ოცნებაში“ ოფიციალურ ბრიუსელს კვლავ მტრულ მიდგომებში ადანაშაულებენ. განსხვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამ პროცესში ქვეყნისთვის რეალურ საფრთხეს ხედავენ და სრულ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გამოთქვამენ იმედს, რომ ევროკავშირი მკაცრ გადაწყვეტილებებს მხოლოდ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების მიმართ მიიღებს.