„ოპოზიციის ალიანსი“ აცხადებს, რომ სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები საქართველოსთვის ახალ სტრატეგიულ შესაძლებლობებს ქმნის, თუმცა ხელისუფლება ამ შანსებს სათანადოდ ვერ იყენებს.
ოპოზიციურ გაერთიანებაში აცხადებენ, რომ რეგიონში აშშ-ის ინტერესის ზრდა, რუსეთის პოზიციების შესუსტება და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა საქართველოსთვის ხელსაყრელ გარემოს აყალიბებს. მათი აზრით, ქვეყანამ ეს ვითარება საკუთარი ინტერესების გასაძლიერებლად უნდა გამოიყენოს.
ოპოზიციურ გაერთიანებაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების მოქმედებები ამ მიზანს ვერ ემსახურება და არსებული შესაძლებლობების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოუყენებელი რჩება.