„გახარია საქართველოსთვის“: "ცხინვალის რეგიონში რუსეთის ანექსიის ახალი ეტაპი დაიწყო" - Palitra News

„გახარია საქართველოსთვის“: "ცხინვალის რეგიონში რუსეთის ანექსიის ახალი ეტაპი დაიწყო"

2026-06-09 21:01:37+04:00

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის ახალი ეტაპი დაიწყო.

პარტიის ინფორმაციით, ძალაში შევიდა მაისში გაფორმებული ე.წ. შეთანხმება, რომელიც მოსკოვსა და დე ფაქტო ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. მათი შეფასებით, პროცესი უკვე პრაქტიკულ ეტაპზე გადავიდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეთანხმება რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანსპორტო და სამხედრო სისტემების რუსეთთან კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაციას ემსახურება.

პარტია საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორების მობილიზებისა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისკენ მოუწოდებს.