ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას გეგმავს - Palitra News

ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას გეგმავს

2026-06-09 20:59:08+04:00

ევროკომისია სანქციების 21-ე პაკეტში ახალი შეზღუდვების შეტანას გეგმავს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილე პირებს შეეხება.

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირმა შესაძლოა პირველად აკრძალოს ტერიტორიაზე შესვლა ყველა იმ პირისთვის, ვინც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ომის დაწყების შემდეგ მსახურობდა.

ახალი პაკეტი ასევე მოიცავს ზომებს რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლების შეზღუდვისა და იმ სტრუქტურების წინააღმდეგ, რომლებიც მოსკოვს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.

ინიციატივის ამოქმედებისთვის ევროკავშირის საბჭოს ერთსულოვანი მხარდაჭერა იქნება საჭირო.