4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმების მონაწილეთა რიცხვი რვამდე გაიზარდა - Palitra News

4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმების მონაწილეთა რიცხვი რვამდე გაიზარდა

2026-06-09 20:55:03+04:00

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეზე საპროცესო შეთანხმების მონაწილეთა რიცხვი გაიზარდა და უკვე რვა დაკავებულს მოიცავს.

ბრალდებულთა სიას ვახტანგ ფიცხელაური დაემატა. მასთან ერთად ბრალი აღიარეს ალექსანდრე ხაბეიშვილმა, ბექა ქელეხსაშვილმა, გიორგი მუმლაძემ, მამუკა ლაბუჩიძემ, გურიელ ქარდავამ, ავთანდილ სურმანიძემ და თემურ ქურციკიძემ. მათ პროკურატურის მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ.

შეთანხმების პირობების მიხედვით, ბრალდებულებს სამწლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდათ. სასამართლომ საპროცესო შეთანხმება უკვე დაამტკიცა, რის შემდეგაც ისინი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ.