ბათუმში, ბავშვთა საავადმყოფოში 12 წლის ბიჭის გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო - Palitra News

ბათუმში, ბავშვთა საავადმყოფოში 12 წლის ბიჭის გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო

2026-06-09 18:52:04+04:00

ბათუმში, ბავშვთა საავადმყოფოში 12 წლის ბიჭის გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.

კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მოზარდი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან იყო, არსებული ინფორმაციით, ბიჭი ფეხბურთის თამაშის დროს დაშავდა, იგი ბათუმში კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.