შეუნარჩუნდება თუ არა საქარველოს ევროკავშირის ვიზალიბერალიზაცია - Palitra News

შეუნარჩუნდება თუ არა საქარველოს ევროკავშირის ვიზალიბერალიზაცია

2026-06-09 15:55:25+04:00

ევროკავშირისა და საქართველოს ოფიციალური პირები ივნისში უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით დიალოგს გამართავენ. როგორც ცნობილია, შეხვედრა წარმოადგენს ევროკავშირის რეგულაციით გათვალისწინებულ სამუშაო დონის ტექნიკურ დიალოგს, რომელიც დაკავშირებულია უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმთან. ქვეყნის პირველი დიპლომატი აღნიშნავს, რომ ქართული მხარე კონსტრუქციულ დიალოგს ელოდება და პროცესში სწორედ ამ მიზნით მონაწილეობს. მაკა ბოჭორიშვილის თქმთ, ევროკავშირის მხრიდან ინფორმაციის გაჟღერებას არასწორი ინტერპრეტაციები მოჰყვა, რადგან ზოგიერთი აქტორი ვიზალიბერალიზაციის თემას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, რაც, მისი შეფასებით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს აზიანებს. ევროკომისიის პრესპიკერმა გუშინ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებსაც ვიზალიბერალიზაცია ეფუძნება. თუმცა, აქვე მანვე დასძინა, რომ ამ მხრივ, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებაზე საუბარი ნაადრევია.