სომხეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, 105-წევრიან ეროვნულ კრებაში 4 პოლიტიკური ძალა შევა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პირველ ადგილზე პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ გავიდა - მან ხმების 49,81% და პარლამენტში 61 მანდატი მიიღო.
მეორე პოზიციაზე 23,29%-ით მილიარდერ სამველ კარაპეტიანთან დაკავშირებულიბლოკი „ძლიერი სომხეთი“ აღმოჩნდა, რომელსაც 28 მანდატი ერგო.
მესამე ადგილი 9,94%-ით ბლოკმა „სომხეთმა“ დაიკავა. ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ძალა პარლამენტში 11 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.
საარჩევნო ბარიერი ასევე გადალახა პარტიამ „აყვავებული სომხეთი“, რომელმაც 4%, შესაბამისად, 5 მანდატი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა აქტივობამ თითქმის 59% შეადგინა.