სტამბოლში 8 ივნისს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე შეხვედრა გაიმართება - Palitra News

სტამბოლში 8 ივნისს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე შეხვედრა გაიმართება

2026-06-07 20:30:47+04:00

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 8 ივნისს, სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.

მათივე ინფორმაციით, სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერება საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას - სტამბოლის დეკლარაციას.

„მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰაქან ფიდანთან და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.