პიტ ჰეგსეთი - ევროპა სახიფათო იდეოლოგიების შემოსევის წინაშე დგას - Palitra News

პიტ ჰეგსეთი - ევროპა სახიფათო იდეოლოგიების შემოსევის წინაშე დგას

2026-06-06 17:18:34+04:00

ევროპა სახიფათო იდეოლოგიების შემოსევის წინაშე დგას, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა ნორმანდიაში, მოკავშირეთა ძალების გადასხმის 82-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„სამწუხაროდ, დღეს ევროპის სხვადასხვა სანაპიროებს შტურმით სხვადასხვა სახიფათო იდეოლოგიები იღებენ. ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთისა და ბულგარეთის სანაპიროებზე ნავები და ადამიანები ჩადიან“, - განაცხადა პიტ ჰეგსეთმა.

ჰეგსეთის თქმით, დროა, ევროპამ იმოქმედოს.

„როდის იმოქმედებენ ევროპის დედაქალაქები ამ შემოსევის წინააღმდეგ, თუ უკვე გვიანია? ვიმედოვნებ, რომ არა და მჯერა, რომ ეს ასე არ არის“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.