კახა კალაძე სიონის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო - Palitra News

კახა კალაძე სიონის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

2026-06-06 16:48:41+04:00

რომის პაპი ესპანეთში ჩავიდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

რომის პაპმა ლეო XIV-მ ესპანეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო, რომელიც 6-დან 12 ივნისამდე გაგრძელდება.

რომის პაპი მადრიდში ესპანეთის მეფე ფილიპე VI-სა და დედოფალ ლეტიციას შეხვდა.

„დღეს, პოლარიზაციის გაღვივების ხარჯზე პოპულარობის მოპოვების ცდუნება იზრდება და ადამიანური ღირსების შელახვა გრძელდება. ყველას მოვუწოდებ, გვერდზე გადადეთ თქვენი საზოგადოებრივი რეალობისა და ისტორიის გამყოფი და პოლარიზაციის გამომწვევი ნარატივები“, - განაცხადა რომის პაპმა სამეფო სასახლეში სიტყვით გამოსვლისას.

ორშაბათს რომი პაპი ესპანეთის პრემიერ-მინისტრს პედრო სანჩესს შეხვდება და პარლამენტში სიტყვით გამოვა.

ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში რომის პაპი ბარსელონასა და კანარის კუნძულებს ეწვევა, სადაც მიგრანტებს შეხვდება.