ევროკავშირი მომავალ კვირას, 11 ივნისს, ვიზების საკითხთან დაკავშირებით საქართველოსთან დიალოგის გამართვას გეგმავს. „რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ შეხვედრაზე ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება განიხილება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შეხვედრა ბრიუსელში ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მოწვევითაა ჩანიშნული. ევროკომისია ვიზების შესახებ, ყოველწლიურ ანგარიშს დეკემბერში წარადგენს, ხოლო იანვარში წევრმა სახელმწიფოებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. რამდენად დიდია საფრთხე საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერონ?