მიხეილ სააკაშვილი - მიუხედავად ყველაფრისა, ზოგადად ჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს და მღვრიე წყალი ბოლოსდაბოლოს იწმინდება - Palitra News

მიხეილ სააკაშვილი - მიუხედავად ყველაფრისა, ზოგადად ჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს და მღვრიე წყალი ბოლოსდაბოლოს იწმინდება

2026-06-05 21:22:48+04:00

მიუხედავად ყველაფრისა, ზოგადად ჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს და მღვრიე წყალი ბოლოსდაბოლოს იწმინდება, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს.

მისივე განცხადებით, სხვადასხვა პოლიტიკური აქტორის ინტერესების მიუხედავად, საბოლოოდ გადამწყვეტი მნიშვნელობა იდეას და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებს აქვს.

„მიუხედავად ყველაფრისა, ზოგადად ჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს და მღვრიე წყალი ბოლოსდაბოლოს იწმინდება.

ამ ყველაფერში, უნდა გვახსოვდეს მთავარი რამ - ჩვენ გვაქვს დიდი იდეა - მარადიული წარმატებული საქართველოსი, თავისი მნიშვნელოვანი მსოფლიო როლით. ამ იდეისთვის მე ყველაფერი გავიღე.

დანარჩენებს აქვთ ინტერესები. საბოლოოდ იმარჯვებს იდეა და იდეალისტი ხალხი და არა ინტერესები, ფული და კუტოკები“,- წერს სააკაშვილი.