რა წერია საქართველოზე შესწორებაში, რომელიც აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტში შევიდა - Palitra News

რა წერია საქართველოზე შესწორებაში, რომელიც აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტში შევიდა

2026-06-05 20:59:21+04:00

აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტში საქართველოსთან დაკავშირებული ორი შესწორება შევიდა, რომლებიც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო გავლენებს ეხება.

შესწორებების ავტორი მეგობარი აქტის თანაავტორი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია. დოკუმენტში აღნიშნულია შეშფოთება საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაკავებების გამო. ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მინისტრს ევალება, აქტის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 180 დღეში კონგრესის შესაბამის კომიტეტებს წარუდგინოს გასაიდუმლოებული ანგარიში საქართველოში მოქმედი რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო ქსელების შესახებ.

საკითხმა უკვე გამოიწვია პოლიტიკური შეფასებები საქართველოში. მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ინიციატივას განსხვავებულად აფასებენ.