ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფიულ ანსამბლ "გიორგობას" 30 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მოცეკვავეები კონცერტისთვის ემზადებიან. საიუბილეო საღამო ხვალ, 6 ივნისს, პროფკავშირების კულტურის ცენტრში გაიმართება. ანსამბლი "გიორგობა" უკვე 30 წელია სცენაზე დგას. ამ დროის განმავლობაში მათ უამრავი ადგილობრივი თუ საერთაშორისო პრიზი მოიპოვეს. სცენაზე ხვალ გამოცდილ მოცეკვავეებთან ერთად პატარების დებიუტიც შედგება.