“ბაიდენის ომი” უკვე “ტრამპის ომი” გახდა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, ევროპელებმა ყველა შესაძლებლობა ჩააგდეს.
“როდესაც აშშ დიალოგის მოწოდებით გამოდის, ჩვენ მხარს ვუჭერთ. ჩემთვის ევროპა მის ამჟამინდელ მდგომარეობაში, ამ ელიტების ხელმძღვანელობის ქვეშ - მოჭრილი ნაჭერია დიდწილად. იქ ხმები გაისმის: ჩვენ მაინც ოდესღაც დავილაპარაკებთ, - მაგრამ ეს არასერიოზულია. მათ შესაძლებლობების უამრავი რაოდენობა ჰქონდათ და ყველა შესაძლებლობა ჩააგდეს”, - განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, ტრამპის ხელახლა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დიალოგი აღდგა, პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბრები იმართებოდა, ლავროვი რუბიოს ერ-რიადში შეხვდა, ხოლო ტრამპი პუტინს - ალასკაში.
“და ჩვენი კოლეგები ყოველთვის გვეუბნებოდნენ, დონალდ ტრამპი ხაზს უსვამდა საჯაროდ: მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი, უკრაინაში ომი არ იქნებოდა, ეს ბაიდენის ომია, ის არავის არ სჭირდება, ხალხი იღუპება. მაგრამ ის, რაც მარკო რუბიომ კონგრესში თქვა, აშშ-ის არა როგორც შუამავლის, არამედ როგორც უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნის როლზე, საპირისპიროზე მეტყველებს: რომ ბაიდენის ომის უკვე ტრამპის ომი გახდა”, - განაცხადა ლავროვმა.