ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნისთვის ოფიციალური მზადება დაიწყო, თუმცა ამ პროცესში საქართველო არ ფიგურირებს.
ევროკავშირის საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, კვიპროსის ინფორმაციით, წევრი სახელმწიფოების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის შეხვედრის შემდეგ პირველი ეტაპის გასახსნელად საჭირო პროცედურები უკვე დაწყებულია.
ბრიუსელში ამ გადაწყვეტილებას უკრაინისა და მოლდოვის ევროპული ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებენ.
გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში მთავარი ყურადღება ამჟამად სწორედ უკრაინასა და მოლდოვაზეა გადატანილი, რომლებიც წევრობის მოლაპარაკებების პრაქტიკულ ფაზაში გადადიან. ამ ეტაპზე საქართველოს საკითხი ევროკავშირის მიმდინარე მსჯელობებში არ განიხილება.