Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობის დაწყების ცერემონიას მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე დაესწრო. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო მყარად მკვიდრდება საერთაშორისო საინვესტიციო რუკაზე, როგორც გამჭვირვალე და უსაფრთხო ეკონომიკური ცენტრი. ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ასეთი პროექტის მხარდაჭერა, რადგან ახალ საინვესტიციო პროექტებს შემოაქვს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები, შედეგად "თვისებრივად უმჯობესდება" რეგიონების ეკონომიკური ლანდშაფტი და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები მოქალაქეებისთვის. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ასეთი პროექტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანაში ეკონომიკის შემდგომ განვითარებას.