საქსტატი: "მაისში წლიურმა ინფლაციამ 5.7% შეადგინა" - როგორ აფასებს მონაცემებს ოპოზიცია - Palitra News

საქსტატი: "მაისში წლიურმა ინფლაციამ 5.7% შეადგინა" - როგორ აფასებს მონაცემებს ოპოზიცია

2026-06-03 20:58:05+04:00

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.7% შეადგინა. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, საქსტატის მონაცემები ადასტურებს, რომ ფასების ზრდასთან დაკავშირებით მმართველი ძალის დაანონსებული ბრძოლა სიცრუე იყო და რეალური შედეგები არ გამოუღია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე აქცენტირებენ და ამბობენ, რომ გაძვირებულ ფასებზე პასუხისმგებელი ქართული ოცნებაა.