დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები: "პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ სამუშაო ჯგუფი შეიქმნება" - Palitra News

დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები: "პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ სამუშაო ჯგუფი შეიქმნება"

2026-06-03 20:56:39+04:00

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების თქმით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს როგორც მედიკამენტების ხელმისაწვდომობის საკითხი, ისე ის მიზეზები, რის გამოც მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციის გამართვა გახდა საჭირო. მშობლების განცხადებით, შეხვედრა შინაარსიანი იყო და პრემიერ-მინისტრის მხრიდან დასმულმა კითხვებმა მათ პოზიტიური მოლოდინი გაუჩინა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც პრობლემურ საკითხებზე მუშაობას გააგრძელებს. მათი ინფორმაციით, მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, უახლოეს ორ დღეში გაიმართება. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო იმ მედიკამენტების საკითხი, რომლებიც როგორც ამბობენ, უკვე აღიარებულია ევროპის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში.